კონცერტი „ზაფხულის მხიარული ჰანგები“


ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში კონცერტი „ზაფხულის მხიარული ჰანგები“ გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ხობის N1, N2 საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და „ხობის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული ჯგუფებისა და წრეების მოსწავლეები ქართული ხალხური ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ.
ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.