დასრულდა ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში (video)


23 ივნისს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2007-2008 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ მატჩში  ფოთელმა საფეხბურთო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა ზუგდიდელი თანატოლები, ანგარიშით 4-1 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. ხოლო, მესამე ადგილი მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა დაიკავა.
საფეხბურთო პირველობის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.




ნოდარ შენგელიას სახელობისერთ-ერთი პირველი ტურნირის ფოტო კადრი (ვლადიმერ ჯამბურიას არქივიდან)