ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

31 მარტი, დამოუკიდებელი საქართველოს  პირველი  პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდიას ამ  დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. 
   დღეს,  ხობის  თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი მკითხველთა კონფერენცია: „ზვიად გამსახურდია - ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი“ გაიმართა. 
    ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს და კიდევ ერთხელ გაანალიზეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან  დაკავშირებული მოვლენები.
ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი  გოჩა ქაჯაია  ესწრებოდა.