„კოლხეთის“ გოგონათა გუნდის გამარჯვება (foto+video)

20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მესამე გათამაშებამ აიღო სტარტი. 2018 წლის სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ხობში გაიმართა. პირველი ტურის შეხვედრაში ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა. მატჩი, ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა (ორივე გოლის ავტორი ნინო მელია). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პირველობაზე ხობელ გოგონათა გუნდი პირველად ასპარეზობს.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, როზეტა შულაია  და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2018 წლის სეზონში 10 გუნდი მონაწილეობს და ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. მორიგ მატჩს „კოლხეთი“ 25 მარტს, სტუმრად ქუთაისის „მართვესთან“ გამართავს.