საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება

26 დეკემბერს ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით აღსაზრდელები და პედაგოგები წარსდგნენ. სადღესასწაულო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. „ჩემო პატარა მეგობრებო, პედაგოგებო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ულევ სიხარულს და ბედნიერებას. ახალ წელს შობა მოჰყვება, დღე სიხარულისა. ღმერთმა გიმრავლოთ ნათელი დღეები. ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი წარიმართოს კეთილმოწყობილ და სასიამოვნო გარემოში“ - აღნიშნა მისალოცი სიტყვით გამოსვლისას მერმა. დღეს, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის, პატარა ფოთის და შავღელეს საბავშვო ბაღში გაიმართა შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აღსაზრდელებს ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილი საახალწლო ნობათი დაურიგდათ.



























































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!