ბლიც-ინტერვიუ ბექა მამაცაშვილთან

სახელი : ბექა
გვარი : მამაცაშვილი
საქმიანობა: საკრებულოს „ ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე : ბედნიერებისთვის ცოტაც კმარა, იყო ასეთი დღე თუმცა არ დავკონკრეტდები.
რას ინატრებდით? ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.
სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ ? ყოველთვის მინდოდა მთაში პატარა ქოხი! სურვილი სურვილად რჩება.
ყველაზე მეტად რას არ ისურვებდით? რაც შეიძლებოდა, რომ არ მესურვა ის რაღაც დოზით მოხდა თუმცა რადიკალურიც არაფერი.
ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ საკმაოდ არიან ადამიანები ჩემს ცხოვრებაში ვის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ადგილი ამ სიის შესავსებად.
თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე ძლიერი ვარ! მოთმინებით და მიტევებით ვუდგები ცხოვრების გამოწვევებს, თუმცა საკუთარი პრინციპებიც გამაჩნია, მაგრამ არა ცუდი და დამაზიანებელი.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება ყველას ვენდობი რაც უცნაურად მიმაჩნია.
რისი გჯერათ? მშობლების და მეგობრების.
რასაც არასოდეს გააკეთებდით? ხანდახან გვიწევს ისეთი რამეების კეთება რაც არ გვსურს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ როგორც დღემდეც მომავალშიც ცუდს არაფერს გავაკეთებ.
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება პატიოსნება! ღირსება! ერთგულება!
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? სიმაღლის.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ? ყველაფერი კარგად იქნება!
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის? ვინ ხარ? საიდან მოდიხარ?
როგორ მოხვდით პოლიტიკაში? ზოგადად სულ მიზიდავდა პოლიტიკა, მაგრამ შორიდან მხოლოდ, როდესაც რეალობის წინაშე დავდექი მივხვდი, რომ შეიძლება აქედან კეთილი საქმეების კეთება! საქმე მხოლოდ...
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? ჩემი თავი! ხშირად ვოპონირებ საკუთარ თავთან და ასევე ჩემი ახლობლები.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდეთ? ბევრი არ მინდა ვიცოდე! ცხოვრება თავად მიგვიყვანს იმ დოზამდე რამდენიც უნდა ვიცოდეთ-აღარ დავკონკრეტდები.
რითი ილამაზებთ ცხოვრებას? ცხოვრება მიუხედავად სირთულეებისა და უამრავი გამოწვევისა ძალიან ლამაზია, უბრალოდ სწორი აღქმა და ბრძოლა სჭირდება, მაგრამ საკუთარი თავი უნდა გაანებივრო ხოლმე ხასიათის მიხედვით.
როგორი გინდათ დაგიმახსოვრონ? ადამიანი ფასობს მისი განვლილი ცხოვრებით, მინდა მხოლოდ პატიოსნებით და ერთგულებით დამიმახსოვრონ. როცა უკან მოიხედავთ რას ხედავთ? გზას რომელიც დღემდე გამოვიარე. თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით? ჩემს ქვეყანას გავამთლიანებდი! რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით გვიყვარეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს.