სპეციალისტებმა ძეგლების მდგომარეობა შეისწავლეს


ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შუასაუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და სარესტავრაციო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 12 დეკემბერს მოავლინა არქიტექტორი იოსებ ნაგლაძე და ხელოვნებათმცოდნე ელენე წეველიძე. სპეციალისტებმა დაათვალიერეს სოფელ ხეთაში წმ. თევდორესა და წმ. კვირიკეს სახელობის, ხოლო სოფელ პირველ მაისში წმ. სოფიოს სახელობის ეკლესიები. 

სპეციალისტების მიერ განისაზღვრება, ზემოთ აღნიშნულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, მასშტაბი და დაფინანსების მოცულობა.