ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა.
საღამოზე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს უფროსი, პლატონ ბერაია და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ დირექტორი, ბორის ბერაია ესწრებოდნენ.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ  (UNESCO), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა, რომელიც აღინიშნება იუნესკოს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით.