ხამისკურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
✔540 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი
✔დამონტაჟდება საგზაო ნიშნები
✔გზის გასწვრივ მოეწყობა ბეტონის მონოლითური არხები
✔პროექტის ღირებულება 153 300 ლარია
✔დასაქმებულია 15 მუშახელი
✔შესრულებულია სამუშაოს 70 %
მიმდინარე წელს ხამისკურში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ვიდეო