გენადი კვიკვინია მსოფლიო თასის გამარჯვებულია

პოლონეთში გამართულ „ზლოტ ტურის“ მსოფლიო თასის გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა ხობელმა მკლავჭიდელმა გენადი კვიკვინიამ, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ტიმ  ბრესნანი დაამარცხა და  ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ ჩემპიონს ამ დიდ გამარჯვებას.