სემინარი ტაეკვონდოს ქართველი სპეციალისტებისთვის

სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" გაიმართა სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის, რომელსაც ატარებდენენ სამხრეთ კორეიდან ჩამოსული მაღალი რანგის კორეელი ტაეკვონდოს ინსტრუქტორები - ლიმ ჯაე ჰიონი (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმი (მე-6 დანი). სემინარში 30 ქართველი სპეციალისტი, მათ შორის „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ტაეკვანდოს მწვრთნელ-მასწავლებელი პაატა ოჩიგავაც მონაწილეობდა. ხობის მუნიციპალიტეტში ტაეკვონდოს შემსწავლელი ჯგუფი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სპორტის ამ სახეობას 15 მოსწავლე ეუფლება. კორეელი სპეციალისტები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოვიდნენ.