საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია 1149, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში  331 აღსაზრდელი.
საჯიჯაოსა და ხეთის საბავშვო ბაღები  დროებით განთავსდება ნაქირავებ შენობებში  და  სასწავლო პროცესი  25 სექტემბერს დაიწყება; ხოლო, ჭალადიდის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება სასწავლო პროცესი.