დასრულდა რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში


21 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. 
ტურნირის გამარჯვებული შპს „ქარვა“ გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" გუნდი, ანგარიშით 5-2 დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს, რამაზ კიტიას ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.