მუნიციპალური პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებას ითვალისწინებს.
ხეთისა და ნოჯიხევის  ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სამი ბენეფიციარი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით სახლებს აშენებს (არემონტებს).
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ წევრები პროგრამით მოსარგებლეთა ოჯახებში იმყოფებოდნენ და სახლების სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერეს.

მიმდინარე წელს 15 ბენეფიციარზე გაიცა 29600 ლარის დახმარება.