შეხვედრა "მწვანე მომავალის" წარმომადგენელთან

24 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია არასამთვრობო ორგანიზაცია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალის“ წარმომადგენელს ნინო ურიდიას შეხვდნენ. არასამთვრობო ორგანიზაცია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტში, ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობის გაზრდა განახლებად ენერგო–ტექნოლოგიებზე, მათი შესაძლეობლობებისა და ინფორმირებულობის დონის გაზრდის გზით, ხობის მუნიციპალიტეტის ოთხი თემის მაგალითზე“. პროექტი მიზნად ისახვს ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას განახლებად ენერგო–ტექნოლოგიებზე, მათი შესაძლებლობებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ალტერნატიულ, დაბალ ნახშირბადიან, ინოვაციურ, და აპრობირებულ ენერგო–ტექნოლოგიებზე, რომელთა დანერგვითაც შესაძლებელია ტრადიციულ ენერგო–რესურსებზე მოთხოვნილების შემცირება, ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში წვლილის შეტანა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხობის მუნიციპალიტეტის 4 ადგილობრივ თემში (ახალი ხიბულა, ქარიატა, ხეთა, საჯიჯაო) საინფორმაციო და საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება და შერჩეულ ბენეფიციართათვის მზის წყალგამაცხელებელი კოლექტორების დამონტაჟება. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ 2015–2016 წლებში განხორციელებული პროექტის ერთგვარ გაგრძელებას, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებში, მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების თამონაწილეობით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.