ღია პირველობა ლელოში


28 მაისს, სამეგრელოს რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის სარაგბო ბაზაზე „პარკი არენა“ გაიმართა სამეგრელოს ღია პირველობა ლელოში, რომელშიც ხობის გუნდიც მონაწილეობდა.
სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დავით კილასონია, ვიცე პრეზიდენტი გიორგი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის პრეზიდენტი გაიოზ მონიავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.