აქცია „გაიზომე წნევა“

ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციას - „გაიზომე წნევა“  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ექიმები შეუერთდნენ. 
 დღეს, აქციის ფარგლებში ცენტრის ექიმებმა  ხობის „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი წნევის, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების ძირითადი რისკ-ფაქტორის შესახებ უფასო კონსულტაცია გაუწიეს.
აქცია ორიენტირებულია მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის განათლებაზე. ამ დღის აღნიშვნისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წნევის მასობრივი გასინჯვის აქციებს, საგანმანათლებლო მასალის გავრცელებას, სპორტულ ღონისძიებებს და, რაც ყველაზე აქტუალურია, საინფორმაციო კამპანიას რადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით და სოციალური ქსელების გამოყენებით.  
ხობის მუნიციპალიტეტში აქცია -„გაიზომე წნევა“  თვის ბოლომდე გაგრძელდება.