საერთაშორისო მედია-ტურნირი ნარდში

15-19 მაისს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო “წყალტუბო პლაზაში“, ნარდში საერთაშორისო მედია-ტურნირი გაიმართა, რომელშიც 10 ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა. უკვე მეორე წელია მედია-ტურნირის გამართვას ორგანიზებას უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროში განთავსების საკითხებსა და ასევე კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს. სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. მედია-ტურნირის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ექსკურსიები მოეწყო, რამაც ხელი შეუწყო უმთავრესი მიზნის, მათთვის საქართველოს უკეთ გაცნობის სტრატეგიას. ნარდის, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის განვითარება საქართველოში განაპირობა "გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ტურნირების" გამართვამ. საინტერესო და დაძაბული პაექრობის შემდეგ გამარჯვებულის ტიტული კვიპროსელმა დიმიტრი ლესნოიმ, ხოლო მეორე ადგილი კი თბილისელმა კახა გელაშვილმა დაიკავეს. ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში მთავარი სპეციალისტი ირინა ფილიპია მონაწილეობდა. საქართველოში სპორტული ნარდის განვითარება და პოპულარიზაცია 2007 წელს, ქართველმა ბიზნესმენმა და ყოფილმა პარლამენტარმა გოდერძი ბუკიამ დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით ტურნირი მომავალშიც გაგრძელდება.