„საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმარ

20 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან ისაუბრა თემაზე - „დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები“. ღონისძიების მსვლელობისას, ავტოსაგზაო შემთხვევების ამსახველი ვიდეორგოლის და ფოტომასალის ჩვენება მოეწყო. პროკურორმა მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე ისაუბრა. ღონისძიების მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.