სპორტული ფესტივალი

ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით საჭადრაკო ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც  შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება. საჭადრაკო პირველობის დასკვნითი ტურის შეხვედრები 27 აპრილს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალური პირველობა ასევე ჩატარდება: ქუჩის კალათბურთში (3X3), მინი-ფეხბურთსა და 60 მეტრზე რბენაში.
გამარჯვებულ მოსწავლეებს 8 დღით, ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გამოვლინდებიან.
სპორტული ღონისძიება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ხორციელდება.
28 აპრილი, 14 საათი - კალათბურთი, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი;
1 მაისი, 13 საათი - მინი-ფეხბურთი, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი;
5 მაისი, 14 საათი - სპრინტი, ხობის ცენტრალური სტადიონი.