ირაკლი (დაჩი) ბერაიამ შეხვედრა გამართა

15 აპრილს, გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, საკრებულოს წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საჭირო პროექტებზე ისაუბრეს. რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დეპუტატი შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს პასუხობდა.




















































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!