ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი (ფოტო-ვიდეო)

12 აპრილს, ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო (მინი-ფეხბურთი) ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრებაში  ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ნორჩ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა. 
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.