ხობში იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ ქალაქ ხობში,
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა გახსნეს. პოლიკლინიკა წლების განმავლობაში, ძველ, გაურემონტებელ შენობაში იყო განთავსებული, სადაც არსებული მდგომარეობა მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ პასუხობდა. დღეიდან მოქალაქეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი, შიდა და გარე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის სისტემები; გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი. შენობის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა.