გამგებელმა სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა

18 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებთან და გამგეობის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან, ხობის მუნიციპალიტეტში, „დედამიწის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. „დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლები ჩაერთვებიან. მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაყოფილია ზონებად, ყოველ ზონას ყავს პასუხისმგებელი პირი. მოვუწოდებ საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს აქციაში, რადგან, გარემოზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალია“ განაცხადა გამგებელმა.
სამუშაო შეხვედრას, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. საქართველოში, დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.