პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
  შიდა სასოფლო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის ცხაური.
 პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 40570 ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლევიანა“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.










ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!