რამაზი (გუდუნა) სალაყაიას მოგონება

2008 წლის აგვისტო, რუსული ჯარი დათარეშობს საქართველოში - სამეგრელოში, ნოჯიხევის პროფსასწავლებელთან ავარია მოუხდათ „ბეტეერი“ გადაუბრუნდათ.. ხობის საავადმყოფოში გადაიყვანეს თავისი დაზიანებული ჯარისკაცები.. ხობელმა ექიმებმა მიუხედავად ყველაფრისა უმკურნალეს მათ. დილის ექვსი საათია დანისლულია მთელი ხობი ფაქტიურად არაფერი სჩანს.. რუსმა ჯარისკაცებმა პოზიციები დაიკავეს ხობის საავტომობილო ხიდთან.. ჩვენ (გიგას, გოგას, გვადის, გუდუნას..) ფაქტიურად არ გვეძინა ყოველი მათი გადაადგილებას ვაფიქსირებდით ფოტოზე და ვიდეოზე.. არავის დაუვალებია ჩვენ ასე ვთვლიდით საჭიროდ.. იმ დილას რიცხვი არ მახსოვს გუდუნა მიუახლოვდა ხიდთან განლაგებულ რუსებს ძალიან ახლოს მე აქედან ვერ გავბედე და ვეძახი ახლოს არ მიხვიდე თქო.. მაინც მივიდა და ჩაფხუტიან კბილებამდე შეიარაღებულ რუსის ჯარისკაცს ეუბნება აქ რა გინდაო თავისებური რუსულით... ჯარისკაცმა პასუხი არ გასცა პირველად ვნახე გუდუნა გაბრაზებული - ხმას აუწია „უხადი ეტა ნე ტვოი გორად ეტა ნე ტვოი დომ“ მერე მეც გადამედო ეს სითამამე და თან გუდუნასი შემეშინდა არაფერი დაუშავდესთქო.. მივედი და რაღაც მეც ვუთხარი.. რუსის ჯარისკაცმა გვითხრა რუსულად ვიცი ყველაფერი უბრალოდ ბრძანებას ვასრულებო.. 
ჩვენც შეგვეცოდა მიუხედავ იმისა, რომ ხობში ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ გაცივებული არ იყო.

სულ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გუდუნა ავარიაში კი არა ომში აგვისტოს ომში მომიკვდა.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!