ირაკლი კოლხიდელის პოეზია

ზღვაურს მოაქვს გრილი სუნთქვა,მთა-გორები მკერდს გიკოცნის,
გუშაგად გყავს ჯიხა მომსწრე
შენი ყოფნა-არა ყოფნის...

ჭანისწყალი ნანას გიმღერს,
თავს გადაგდის ჩქერალები,
მარეთლა ოქროს თვალსა გავხარ,
დადიანის მირონცხებით.
,,ღადიდ"-,,სკურჩე"ალამაზებს,
ჭანისწყალის ტალღის შრიალს,
ოცნებების წყაროს კალთა,
დედის მჯობი დედა გქვია.
ციცქნა რომ ხარ, რა ვქნა მერე,
მუხას მიჯობს ზოგჯერ ია...
სადაც წავალ, მე შენი მზე
და შენი ცა მახატია.
ჩემო მკვიდრო, ოდაბადევ,
იის კონა მთავ და მდელოვ,
სულ ილხინე, ილაჟვარდე,
ხიბულელთა სადღეგრძელოდ!!!

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!