კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

13 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ხობში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და წყალსაწრეტი არხი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 239 ათას ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.