აგული იაგორას ძე აბრამიას ბიოგრაფია


აგული აბრამია დაიბადა 1944 წლის 9 მაისს, სენაკის რაიონის სოფელ ხორშში მამის მიშა ნიკოლოზის ძე გუგუნავას ოჯახში, დედა ალექსანდრა (შურა) ზაპადენკო.

       პირველ კლასში შევიდა სენაკის რაიონის პირველი მაისის სკოლაში ხოლო მეორე კლასში უკვე სწავლა განაგრძო ხობის რაიონის ნოჯიხევის საშუალო სკოლაში, რომელიც 1961 წლის მაისში დაამთავრა, მიზეზად მამამისის მამიდაშვილის იაგორი ივანეს ძე აბრამიას (საბჭოთა ხელისუფლების დადგომიდან ხობის რაიონის პირველი მოსამართლის) ოჯახში გადმოსვლა იყო.
 1961 წელს მუშაობა დაიწყო მმკა-ში მექანიზაციის სახელოსნოში მექანიზმების შემკეთებლად. 
     1963 წლის მაისში  ხობის საქ.სოფლტექნიკის სახელოსნოში ხარატად.
    1963 წლის   26 ნოემბერს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში - მსახურობდა  ბელორუსში ქ.გიხოვ-1-ში.
    1965 წლის დეკემბერში სასწავლებლად შევიდა ნოჯიხევის პროფესული სასწავლებელში, პროფილი ექსკავატორის მემანქანე, ამავდროულად მუშაობა დაიწყო ხობის სამელიორაციო სამმართველო 2-ში საწარმო  უბანში ექსკავატორის თანაშემწედ. 
    1966 წლის მაისში ექსკავატორის მემანქანედ. 
    1973 წლის 25 დეკემბერს საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა მე-6 თანრიგი, სადაც მუშაობდა 2005 წლის 30 დეკემბრამდე.
    მუშაობის პერიოდში დაჯილდოვდა სხვა და სხვა სახის ორდენებით. გახლდათ საქართველოს ალკკ პლენუმის წევრი, ხობის ალკკ პლენუმის წევრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხობის რაიკომის წევრი და ბიუროს წევრი.
     ოჯახი შექმნა 1980 წლის 11 ივლისს დაქორწინდა თინათინ აკაკის ასულ ქირიაზე, დაქვრივდა 2004 წლის 23 თებერვალს.
    ჰყავს ორი შვილი; ვაჟი იაგორ აბრამია და ქალიშვილი ინგა აბრამია, შვილიშვილები ნიკოლოზი და თინათინ აბრამიები, ალექსანდრე და მაქსიმე შონიები.
    გარდაიცვალა 2019 წლის 10 მარტს, დაკრძალულია ქ.ხობის სასაფლაოე.


1963 წლის   26 ნოემბერს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში - მსახურობდა  ბელორუსში ქ.გიხოვ-1-ში.






დედა ალექსანდრა (შურა) ზაპადენკო

გამზრდელი მარუსია



სტატია სენაკის ადგილობრივ პრესაში შურა ზაპადენკოს შესახებ
ცოლ ქმარი: ალექსანდრა ზაპადენკო და მიხეილ (მიშა) გუგუნავა





ფოტო ტყუპისცალ დასთან გული მიხეილის ასული გუგუნავასთან ერთად




სახელმწიფოს მიერ ჯილდოს სახით ნაჩუქარი მანქანა






პოეტ ტაგუ ნებურიშვილის ლექსი აგულ აბრამიაზე ხობის ადგილობრივი გაზეთი 
1979 წელი




ქ.მოსკოვი 1980 წელი მეუღლე თინა ქირიასთან ერთად
                                                


მეუღლე თინა აკაკის ასული ქირია
1944-2004