„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“

11 ნოემბერს ქალაქ ხობში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ინიციატივითა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში დახმარების მსურველებმა სისხლი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლებს ჩააბარეს.
საქველმოქმედო აქციაში ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ მიიღეს მონაწილეობა.