სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხობში

14 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა  გაიმართა. სხდომაზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის  2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი იქნა განხილული.  
  ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები მრჩეველთა საბჭოს გააცნო გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ, რის შემდგომაც   ბიუჯეტი განხილულ იქნა სფეროების მიხედვით.
  გამგეობის სამსახურის უფროსებმა ყურადღება გაამახვილეს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში შერჩეულ  პრიორიტეტებზე.  ბიუჯეტის პროექტი მოწონებულ იქნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მხრიდან და გაიცა რეკომენდაცია შემდგომი განხილვისათვის საკრებულოში წარსადგენად.