მეცხრე მოწვევის პარლამენტში ხობელი დეპუტატები

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ხობის მუნიციპალიტეტიდან 2 დეპუტატია წარმოდგენილი. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი  დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია და  ამავე პარტიის პროპორციული სიით შესული დეპუტატი გიგა  ბუკია. 
ირაკლი (დაჩი) ბერაიამ 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ხობის #2 საშუალო სკოლა; იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობაზე; რომელიც 1998 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა;
2001-2004 წლებში მუშაობდა სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ ჯერ კურიერად, შემდეგ - შემფასებლად;
2004-2013 წლებში მუშაობდა სს „ბანკ ქართუში“ სხვადასხვა პოზიციაზე: საკრედიტო დეპარტამენტის ექსპერტად (2004-2005 წწ.), საკრედიტო დეპარტამენტის სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების საკრედიტო მენეჯერად (2005-2007 წწ.), საკრედიტო დეპარტამენტის სესხების ადმინისტრირებისა და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსად (2007-2008 წწ.), საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ (2008-2013 წწ.); 2013 წლიდან დღემდე მუშაობს სს „ბანკი ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორად; გავლილი აქვს  ტრენინგები პროექტების მართვის, ფინანსური აღრიცხვის და საგადასახადო კოდექსის მიმართულებებით; ჰყავს მეუღლე, მაია გეგეშიძე, უცხო ენების სპეციალისტი და ორი შვილი  - 9 წლის არჩილი და 5 წლის მარიამი.
გიგა ბუკიამ დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.  სამუშაო/პოზიცია ხობის სპეც.მოძრავი მექანიზირებული კოლონა 12, მუშა (1984 - 1985), სამუშაო/პოზიცია სავალდებულო სამხედრო სამსახური (1986 - 1988), სამუშაო/პოზიცია შპს პინო, გენერალური მენეჯერი (1991 - 1998), ინდსაწარმო გიგა ბუკია (1997 - 2004),საქართველოს კონსერვატიული პარტია, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული კომიტეტის წევრი, გენერალური მდივანი (2005 - 2009). საქართველოს IX,  VIII და  VI მოწვევის პარლამენტი წევრი. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.