ხობის პირველი ბაღის სამივე კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

✅ ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის გადახურვა, სრულად კეთილმოეწყო გარე და შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ახალი - წყალგაყვანილობის, ელექტროგაყბვანილობის და გათბობის სისტემები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხობის #1 საბავშვო ბაღის სამივე კორპუსს.

ხობის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი პლიუსი“ ასრულებს.

ხობის #1 საბავშვო ბაღი 200-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.