ხობში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (video)

✅ხობში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტს, მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 849 849 ლარი გამოეყო.
კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ   დაათვალიერეს. 
ხობს თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი ექნება. ამ დროისთვის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კომპანიონი“ ახორციელებს. სამუშაოზე 15 ადგილობრივია დასაქმებული.
კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს დასრულდება.