„მოყვარულთა თასი 2016“-ის გათამაშება ფეხბურთში დასრულდა

19 ოქტომბერს, ხობის „კოლხეთის“ სათადარიგო მოედანზე „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა.  ტურნირი  ოლიმპიური  სისტემით  ჩატარდა და მასში 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.  ტურნირის   გამარჯვებული „კოლხეთი“ (ქ. ხობის და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულები) გახდა, რომელიც „მოყვარულთა თასი 2016“-ის რეგიონალურ ეტაპზე იასპარეზებს.
     ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
   ფინალურ ეტაპზე გასული 4  საუკეთესო გუნდისგან ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნული სამოყვარულო ნაკრები, რომელიც უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. 
  ფინალურ  შეხვედრას  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.










































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!