„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გურიფულში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში და სოფელ მეორე გურიფულში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს მილხიდების მოწყობა. პროექტს, რომლის ღირებულებაც 24957 ლარია, ინდივიდუალური მეწარმე „კახა ჩიქოვანი“ ახორციელებს