სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 383 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრის რუსიამ მიულოცეს.