გამგებელი „თანაზიარის” წარმომადგენლებს შეხვდა

19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის - „თანაზიარის“ წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებელმა, ცენტრის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებში, სოციალური დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში არსებულ პრაქტიკაზე.