ნოდარ ჯავახიშვილი: პატივი მქონდა, ხობის მოსახლეობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი მიმელოცა


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და "ქართული ოცნების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ბერაიამ ხობში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებზე ესაუბრა. 

„პატივი მქონდა, ხობის მოსახლეობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ჩემი მეგობარი ირაკლი ბერაია მიმელოცა, რომელთან ერთადაც, 2011 წლის ბოლოს დაწყებული ქარტეხილი, გამოვიარეთ. აქ ყველაზე მეტი საფუძველი მქონდა, რომ მეთქვა - ის ნამდვილად კარგი ვაჟკაცია“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. 

რეგიონული განვითარების მინისტრმა ხობში არსებული პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა.


ავტორი:
პაპუნა შუშანია