საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

19 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. 8 ბაგა-ბაღში კი, სწავლა, სარემონტო სამუშოების დასრულებისთანავე განახლდება. 
ახალი სასწავლო წლის დაწყება საბავშვო ბაღების პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.