რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი დაიწყო

15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში. შეჯიბრში მუნიციპალიტეტში არსებული წარმოება-დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. პირველი მატჩში „კოლხეთმა“ შსს ხობის პოლიციის სამმართველოს გუნდი დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ერთმანეთს, გამგეობისა და "ლიბერთი ბანკის" გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩები, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.