შავღელეში ყურბან ბაირამის დღესასწაული იზეიმეს

12 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა ყურბან ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. ყურბან ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
დღესასწაულს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო და შავღელეს მცხოვრებლებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.