საბავშვო ბაღებში სწავლა 19 სექტემბერს დაიწყება

ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" სტრუქტურულ ერთეულებში ახალი სასწავლო წელი 19 სექტემბერს დაიწყება. იმ ბაღებში (ზუბის, ახალი ხიბულის, ნოჯიხევის N1, ჭალადიდის, შავღელეს, ქალაქ ხობის N1, ნოჯიხევის N2 და ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღები), სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება 3 ოქტომბერს. 29 საბავშვო ბაღში ჩარიცხულია 1092 აღსაზრდელი. 7 ბაღში ფუნქციონირებს ,,სასკოლო მზაობის" ჯგუფი.