ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს.
გასული წლის მსგავსად, წელსაც, ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ქვემო ქვალონში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამოიცვლება კარები, შეილესება კედლები და ჭერი, მოეწყობა სათამაშო მოედანი, მოწესრიგდება სველი წერტილები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 58 200 ლარია. ქვემო ქვალონში, ასევე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სანიაღვრე არხების ამოწმენდა მიმდინარეობს.