შალვა ნათელაშვილი ხობის მოსახლეობას შეხვდა (ვიდეო)


შალვა ნათელაშვილი ხობის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ხობელებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ ესაუბრა. ნათელაშვილის მტკიცებით, სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონშიქართულ ოცნებას კანდიდატებად ბიზნესმენები ჰყავს წარდგენილი, რომლებსაც დეპუტატობა ბიზნეს ინტერესებისთვის სჭირდებათ.
„პარლამენტში გამოცხადებულია ოლიგარქების შტურმი. ისინი ცდილობენ, ვერცხლით იყიდონ დეპუტატის მანდატები. ჩვენი დევიზია - მეტი მდიდარი ქვეყანაში, არც ერთი მილიონერი პოლიტიკაში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

წყარო: http://rustavi2.com

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!