დასრულდა ნუტი ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში

29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირზე მესამე ადგილი, ხობის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ფოთის „კოლხეთის“ გავიდა, ხოლო პირველი ადგილის და ნუტი ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდი გახდა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ. საფეხბურთო პირველობაზე პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ დააწესა.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნით ღონისძიებას, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.