ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები  აქტიურად
ხორციელდება. 
 პირველი მაისის ადმინისტრაციული
ერთეულის სოფელ ბულიწყუში დაიწყო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ფარგლებში
გამოიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, შეილესება და შეიღებება კედლები, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა,
მოეწყობა წიგნების თაროები. სამუშაოს ღირებულება 15945 ლარია. „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ ფარგლებში, ასევე ხორციელდება სანიაღვრე არხის ამოწმენდის და  შიდა სასოფლო ხრეშოვანი გზების შეკეთების სამუშაოები.
 









