გიორგი მელია მსოფლიოს ჩემპიონია, ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაო მოიპოვა




საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (50) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში ნუგზარ წურწუმიამ (50) კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თავდაპირველად უკრაინელი ვლადისლავ კოროსტილოვი 4-1 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი ყაზახ ბაირჯან სადვოკასოვს 6-2 სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკ ილხომ ბახრომოვთან დათმო შეხვედრა, ბრინჯაოს მედალისათვის შეხვედრაში კი ირანელი მეჰდი ნეჯადი 7-2 დაამარცხა.
ქ.ხობში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდ ეკრანზე ხობელი ნუგო წურწუმიას ბრინჯაოსათვის ბრძოლის პრდაპირ ტრანსლაციას ნუგოს მშობლებთან, მრწვნელებთან, მეგობრებთან, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქართული ოცნება დემოკრეტიული საქართველოს კანდიდატი ირაკლი (დაჩი) ბერაია უყურებდა  და გულშემატკივრობდა ხობელ სპორტსმენს.