შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკია, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინა ბუკია, შესაბამისი განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზვიად ბუკიამ და ანტონ ვარდიამ გამგებლის წარმომადგენლებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 აგვისტოს N01-52207 ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს მიენიჭათ.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს, „ინტელექტ-შოუ 2016“-ის და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის "რეგიონთა თასი"-ს გამართვის შესახებ.