ნეტ-ბუკები პირველკლასელებს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხობის მუნიციპალიტეტში, პირველკლასელთა ნეტ-ბუკების - „ბუკის” დარიგების პროცესი დაასრულა. ახალი სასწავლო წლიდან, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 343 პირველკლასელი სახელმწიფოს საჩუქრით - ნეტ-ბუკით ისარგებლებს.